Logo

“რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ექვსი საკითხიდან ერთ-ერთია, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს”

საზოგადოება
734
Frontnews image description

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ექვსი საკითხიდან ერთ-ერთია, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, – ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"ნებისმიერი ასეთი განცხადება იმ აბსოლუტურად სხვა რანგში აწეულ მოლაპარაკებებს, რომელიც ახლაა, აზიანებს. ამასთან, როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩევლებზე მუშაობენ, გასაგებია. ანუ, მათ ეუბნებიან, რომ არა ბატონო, არაფერი არ იქნება.

ექვს პუნქტში ერთ-ერთი არის როგორც პოლიტიკური პატიმრების საკითხი, რაზეც თქვა არაფერს ვაპირებთო და მეორე რიგგარეშე არჩევნების საკითხი. როცა გადაწყვეტაზეა საუბარი, ამ ექვსივე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტაზე ვსაუბრობთ. დღეს რომ გვეუბნება "ქართული ოცნება", წითელი ხაზია ჩემთვის რიგგარეშე არჩვენებიო, ერთ-ერთი პუნქტი ამ საკითხებში ესაა. თავისთავად, მასთან დაკავშირებით, მარჯვნიდან, მარცხნიდან, პირდაპირ, ირიბად თუ არაირიბად, უნდა მოხდეს შეთანხმება. რა იქნება ეს შეთანხმება მეც არ ვიცი ხომ? იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ორი მხარის პოზიციის გარდა, ევროკავშირი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები – ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება.

თაგები:

Advertisement