“რიგგარეშე არჩევნებზე არ იყო წარმოდგენილი მედიატორის მიერ წინადადება, რადგან “ქართული ოცნება“ ამ საკითხზე კონსტრუქციულ მსჯელობას ხელს უშლიდა”

ავტორი
Front News საქართველო
ხუთი საკითხიდან სამ საკითხზე დავეთანხმეთ მედიატორის წინადადებას, ოპოზიცია დღესვე მზად არის, რომ ამ სამ საკითხზე ხელი მოაწეროს, ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ხელისუფლების განაწილებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მოდერატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მედიატორის მხრიდან საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რადგან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე მსჯელობას ხელს უშლიდა „ქართული ოცნება“.
„საერთოდ არ იყო წარმოდგენილი მედიატორის მიერ წინადადება, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე კონსტრუქციულ მსჯელობას ხელს უშლიდა. იგულისხმება რიგგარეშე არჩევნები. დანარჩენ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა, აქედან სამ საკითხზე ჩვენ შევთანხმდით, როგორც ოპოზიციური პარტიების ერთობა, ეხება ეს საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ხელისუფლების განაწილებას. ამ საკითხებზე ჩვენ დავეთანხმეთ. რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების საკითხს, იყო შემოთავაზება მელიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, იყოს გამოსავალი. არ იყო შემოთავაზება საკმარისად კარგი რურუასთან დაკავშირებით; ამიტომ, აქ შეთანხმება ვერ დავასრულეთ. ასე რომ, დაგვრჩა საკითხები, რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას. აქ დასასრულებელია სამუშაო და სამუშაო გვაქვს რიგგარეშე არჩევნების მექანიზმთან დაკავშირებით, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმთან დაკავშირებით. ასე რომ, ხუთი საკითხიდან სამ საკითხზე ჩვენ დავეთანხმეთ მედიატორის წინადადებას და ოპოზიცია დღესვე მზად არის, რომ ამ სამ საკითხზე ხელი მოაწეროს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


