რიონის ხეობის მცველებისა და აქციის მონაწილეების ნაწილი ქუთაისის მიმართულებით ავტომსვლელობას მართავს


ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობის მცველებისა და აქციის მონაწილეების ნაწილი ამ წუთებში ქუთაისის მიმართულებით, ავტომსვლელობას მართავს.
"ყველაფერი კარგად იქნება, ქალაქში დავარტყავთ კრუგს და დავბრუნდებით ისევ უკან სულ ყველა. ჰესი არავითარ შემთხვევაში არ აშენდება, შევეწირებით. ხატზე დავიფიცებთ სულ ყველა და ჰესს არ ავაშენებინებთ"-აცხადებენ ხეობის მცველები.
რიონის ხეობაში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში, საკუთარ მიწაზე გადაადგილება სურდათ, თუმცა მათ პოლიციამ გზა გადაუკეტა. ამის შემდეგ ხეობის მცველებმა "ენკას" ერთ-ერთ ბაზასთან მისვლის გადაწყვეტილება მიიღეს და შემდეგ კი ისევ გუმათში დაბრუნდნენ. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იმყოფებიან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს