Logo

რიონის ხეობის მცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ხვალ გაიმართება

საზოგადოება
1068
Frontnews image description

რიონის ხეობის მცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ხვალ, 12 მარტს გაიმართება. 

შეხვედრა ქუთაისის მერიაში, 14:00 საათზე, დაიწყება. ადგილობრივებს ამ დიალოგისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ შეხვედრაზე უარს არ იტყვიან.

"ამ შეხვედრისგან არაფერს არ ველოდებით, ჩვენ ჩვენ გზას მივყვებით. უბრალოდ რადგან ჩანიშნული იყო, უარს არ ვამბობთ შეხვედრაზე. იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ არ მოჰყვეს ამას საუბარი, თითქოს ჩვენ ვარიდებთ თავს და თავად მზად არიან. რაც შეეხება 14 მარტის აქციას, ისევ ძალაშია"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

14 მარტს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან. მათ მხარდამჭერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან.

თაგები:

Advertisement