Logo

“რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად გაიყიდა

ბიზნესი-ეკონომიკა
986
Frontnews image description

თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ რიყის დოქები გაიყიდა. 14591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი მთავრობამ 10 020 000 ლარად გაიყიდა. 

 

რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი აქამდე უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა, ბოლოს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ის აუქციონზე თებერვალში გამოიტანა. 

 

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მუზეუმი (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმი) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე/დარბაზი მოაწყოს. 

 

გარდა ამისა, ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 20 მლნ ლარი უნდა იყოს. 

თაგები:

Advertisement