Logo

რიში სუნაკი ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა

უკრაინა
151
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი გახდა. ის უკრაინას ეკონომიკური აღდგენის საკითხებში კონსულტაციებს გაუწევს.

Independent-ის ინფორმაციით,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური განახლების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს მრჩევლის თანამდებობა მიიღო. ეს თანამდებობა ანაზღაურებადი არ არის.

სუნაკმა განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო უკრაინის მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის დროს. მან აღნიშნა, რომ ის დიდად აფასებს ზელენსკის ლიდერობას.

"დასავლეთს ძლიერი უკრაინა სჭირდება და ძლიერ უკრაინას ძლიერი ეკონომიკა... ამიტომ, მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ეკონომიკურ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ეკონომიკა ევროპაში“, - განაცხადა სუნაკმა.

სუნაკი საბჭოს პირველ შეხვედრას 27 თებერვალს დაესწრო. მას ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო, ასევე Siemens-ის, BlackRock-ის, Citigroup-ის და ArcelorMittal-ის წარმომადგენლები.

ამასთან, სუნაკი კვლავ რჩება ბრიტანეთის პარლამენტის წევრად და Goldman Sachs-ის, Microsoft-ის და ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი კომპანია Anthropic-ის კონსულტანტად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები