Logo

რობერტ გრიგალაშვილი - ძირითადი მოწმეთა ბაზა, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. ბაგა-ბაღების ეპიზოდს, თითქმის ამოწურულია

სამართალი
124
Frontnews image description

ძირითადი მოწმეთა ბაზა, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. ბაგა-ბაღების ეპიზოდს, თითქმის ამოწურულია, თუ არ ჩავთვლით მისი ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვას, - ამის შესახებ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე საქმეზე შესაძლოა, აღნიშნული პირიც გამოიკითხოს.

"ძირითადი მოწმეთა ბაზა, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. ბაგა-ბაღების ეპიზოდს, თითქმის ამოწურულია, თუ არ ჩავთვლით მისი ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვას.

გამოძიებისა და სასამართლოსთვის მისი პოზიცია უცვლელია, რადგან იგი ამ ეტაპამდე არ ყოფილა გამოკითხული გამოძიების პროცესში.

თეორიულად, ვინაიდან სასამართლოს დასაკითხ სიაში ბრალდების პოზიციიდან გამომდინარე შეიყვანა ეს, შესაძლებელია, გამოიკითხოს ისიც.

ეს ისეთი ფაქტი იყო, რომელთან დაკავშირებითაც რომ სცოდნოდა ბატონ გრიგოლს, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად მოიქცეოდა", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულია.

პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები