“როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ერთ ტონალობაში მოხსენიება დაუშვებელია.
მისივე განმარტებით, ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, სააკაშვილი კი ის ადამიანია, რომელმაც ქვეყანაში დანაშაულებრივი სისტემა შექმნა.
"საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს არის რა თქმა უნდა, სინამდვილის გამრუდება, სხვადასხვა თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილი არის გასული პოლიტიკიდან, შესაბამისად, ეს არის სპეკულაციური განცხადება, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანეზე ამბობს, რომ უნდა შემობრუნდეს ის პოლიტიკაში და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთანო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი სისტემა, კრიმინალური სისტემა, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება, რომელმაც დაგვაკარგინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%. მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს ეს არის სპეკულაცია რბილად რომ ვთქვათ და შეურაცხყოფა", – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


