“როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, მონას ეძახი და შენ პროტესტს სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, მართლა ძნელი მოსათმენია”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გია ვოლსკის მიერ აქტივისტების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ჟესტს გამოეხმაურა.
"ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გიორგი ვოლსკისთანაც გექნებათ საშუალება ჩაწეროთ კომენტარი. არ მგონია, კარგი რამ გავაკეთეო თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. მე არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ და აღარ მინდა დეტალებში ჩასვლა, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგემმილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა ამ ყველაფერს, შეიძლება შენ გულწრფელიც კი იყო ამ ყველაფერში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია, თუმცა ამართლებს თუ არა, მეორე საკითხია"-განაცხადა მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატი გია ვოლსკი მივიდა, ის შეძახილებმა "მონა" გააღიზიანა და აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს