Logo

“როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი”

საზოგადოება
374
Frontnews image description

ოპოზიცია თავიდანვე გაღიზიანებული იყო, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ოპოზიციის უკმაყოფილება დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პუნქტის არ არსებობამ გამოიწვია, რის გამოც მათ შეთანხმება ჩაშალეს.

"ჩვენ გვქონდა 4 ნიუანსთან დაკავშირებით მოსაზრებები, მზად ვიყავით არგუმენტირებულად გაგვეგრძელებინა მსჯელობა, მაგრამ ულტიმატუმი არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არ იყო დაყენებული. უბრალოდ, ამ 4 პუნქტზე გვინდოდა დამატებით გაგვეგრძელებინა მსჯელობა (არც ერთ მათგანზე ულტიმატუმი არ იყო დაყენებული). შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით პრინციპული თანხმობა დოკუმენტის მთლიანად ხელმოწერასთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ის თავიდანვე იყო გაღიზიანებული იმით, რომ მოდერატორმა, კრისტიან დანიელსონმა საერთოდ არ შეიტანა პუნქტი არჩევნებთან დაკავშირებით.  მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი – ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს, მეორე – რურუას თემას. ორი ულტიმატუმი დააყენა ოპოზიციამ, იყო ერთი წრე მოსაზრებების გაცვლის. დანიელსონმა ოპოზიციას ჰკითხა მოსაზრებები ამ თემებთან დაკავშირებით, დოკუმენტთან დაკავშირებით და როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი ამ ორ თემასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით, რომელიც ორ საკითხთან დაკავშირებით იყო,მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო"-განაცხადა კობახიძემ.

თაგები:

Advertisement