Logo

“როგორ შეიძლება პარლამენტის უმრავლესობამ აქციოს მონად და დააბას პარლამენტში”

საზოგადოება
590
Frontnews image description

"გირჩის" ლიდერისთვის ზურა ჯაფარიძისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ  ადამიანი საპარლამენტო უმრავლესობამ აქციოს "მონად და დააბას პარლამენტში".

"რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" ისაა, რომ ეს კენჭისყრა ფორმალობის მაგივრად აქცია რაღაც პოლიტიკურ აქტად და გადაწყვიტა, რომ პარლამენტის უმრავლესობას შეუძლია მისი ნების საწიანააღმდეგოდ დატოვოს ვინმე საქართველოს პარლამენტში სამუშაოდ, რაც რომ დაფიქრდეთ ელემენტარული სისულელეა. ადამიანს თუ არ უნდა მუშაობა, არ იმუშავებს არსად.

უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, საკონსიტუტუციო სასამართლომ თქვას, რომ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, რომელსაც მისმა ამომრჩევლებმა მიანიჭეს მანდანტი და შემდეგ ის უარს ამბობს თავისი ნებით ამ მანდანტზე, როგორ შეიძლება პარლამენტის უმრავლესობამ აქციოს მონად და დააბას პარლამენტში"-აცხადებს ჯაფარიძე.

თაგები:

Advertisement