“როგორც კი ჩვენ დავინახავთ შესაბამისი მუხლით გამოძიებას, გადავცემთ აუდიო ჩანაწერებს”


ავტორი
Front News საქართველო
"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
ნოდარ მელაძის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდის გამოძიებას აღნიშნულ აუდიო ჩანაწერს, თუ საგამოძიებო უწყება გადააკვალიფიცირებს საქმის მუხლს და გამოძიებას დაიწყებს სავარაუდო დანაშაულის მიმართულებითაც.
"დავინახეთ მათი გამოკითხვიდან ერთადერთი განზრახვა, რომ მათ უნდათ დაადგინონ, ვინ იყო წყარო. შესაბამისად, სხვა არაფერი აინტერესებთ და ამ გამოძიებას შეწყვეტენ იგივე მუხლით, რითიც აქვთ დაწყებული, შესაბამისად, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენი მიზანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული, მათ შორის, იმ სავარაუდო დანაშაულებების კონტექსტში, იმ მძიმე დანაშაულების, სადაც სკოლის მოსწავლეებზე იყო საუბარი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ მათ განზრახვას და შესაბამისი მუხლით გამოძიებას, შესაბამის მოქმედებებს, გადავცემთ აუდიო ჩანაწერებს", – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს