Logo

“როგორც პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე აღარ არსებობს და როგორც ადამიანი, მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია ყოფილ თანაგუნდელებს ჩახედოს თვალებში”

საზოგადოება
888
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძე, როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს და როგორც ადამიანიც, მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია ყოფილ თანაგუნდელებს თვალებში ჩახედოს.

"გულწრფელად ვწუხვარ, ადამიანურად მათ შორის, ბატონი გრიგოლის გამო. სამწუხარო და ტრაგიკულიცაა, ამას საზოგადოება კარგად შეაფასებს. იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც თავად იყო, არის დღეს მძევლად აყვანილი. ეს კაციც ამ პარტიის თავმჯდომარე იყო და ნიკა მელიას დაკავების, ამ ბრძოლების პროცესში მას ერთხელაც კი არ გასჩენია სურვილი, სოლიდარული ყოფილიყო მისი ყოფილი თანაგუნდელის, ან თანაგუნდელების მიმართ. 

როგორც პოლიტიკოსი, ვაშაძე ფაქტობრივად აღარ არსებობს და როგორც ადამიანი, სამწუხაროდ, მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია ყოფილ თანაგუნდელებს ჩახედოს თვალებში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბრძოლის ხაზზე მდგარი მისი კოლეგები არც კი მოიკითხა ყველაზე მძიმე პერიოდში", – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისი ვიდეოკადრები ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

თაგები:

Advertisement