Logo

რომან გოცირიძე - ახლა უფრო ნათელია, თუ რატომ შეიყვანა ევროკავშირმა ყულევის პორტი დასასანქცირებელთა სიაში, ქვეყანა დიდ შარში ეხვევა

პოლიტიკა
340
Frontnews image description

ახლა უფრო ნათელია, თუ რატომ შეიყვანა ევროკავშირმა ყულევის პორტი დასასანქცირებელთა სიაში, ქვეყანა დიდ შარში ეხვევა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელსაც რუსეთთან აკავშირებენ, ჯერაც არ ამუშავებულა და უკვე სერიოზული დარღვევებით იწყებს ოპერირებას და დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

"ახლა უფრო ნათელია, თუ რატომ შეიყვანა ევროკავშირმა ყულევის პორტი დასასანქცირებელთა სიაში.  ქვეყანა დიდ შარში ეხვევა.

ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, 56 მილიონი დოლარის ღირებულების მზა ნავთობპროდუქტები გაუტანია ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში. ეს არის სანქციების გვერდის ავლა, ფაქტობრივად, რუსული ნავთობის ჩამოსხმა ყულევის ტერმინალში და რამდენიმე დღეში ხელახლა გადატვირთვა გემზე და რაღაც მანიპულაციებით მზა პროდუქციის სახით გატანა. 

უზარმაზარი რისკის ქვეშ აყენებენ ადამიანები ქვეყანას, რომლებიც არაფერს ქმნიან და ფულს შოულობენ ერთეულები.

ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელსაც რუსეთთან აკავშირებენ, როგორც ზემოთ ითქვა, ჯერაც არ ამუშავებულა და უკვე სერიოზული დარღვევებით იწყებს ოპერირებას და დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

სისხლიანი ფულით ხელის მოთბობა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა არავის შერჩება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები