Logo

რომან გოცირიძე - ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია

პოლიტიკა
172
Frontnews image description

ეროვნულ ბანკს რეზერვების ნაწილი ჩინეთში გადააქვს. ეს დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს უფლება ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან დადებული შეთანხმებით მოიპოვა.

"ეროვნულ ბანკს რეზერვების ნაწილი ჩინეთში გადააქვს. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს უფლება ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან დადებული შეთანხმებით მოიპოვა. ამ განცხადებიდან ვიგებთ, რომ  ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რეზერვების დივერსიფიკაციას და რისკების დაზღვევას.

რა ნიშნავს მარტივად ეს? - რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამეორებას. რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტებში რაც ჰქონდა, გაეყინა და იმ ქვეყნებში არც  სურვილი ექნება განთავსების და არც ამის უფლებას მისცემს ვინმე.  

ყველა ნაბიჯი, რაც “ოცნებამ” გადადგა ბოლო წლებში, არის რუსული კანონებისა და ქმედებების პირდაპირი "კოპირება". ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები