რომან გოცირიძე – დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია

ავტორი
Front News საქართველო
მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ.
“მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
ამარაგებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს იაფი ფულით, ე. წ. რეფინანსირების სესხებით, იქვეა სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთები, იქვეა საპენსიო ფონდის ფული.
ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ. არც ევროპისა და არც რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ არის აქტივებთან შედარებით იმ ზომის მოგება, რაც საქართველოს საბანკო სისტემაშია.
მომხმარებლებლებისთვის სესხზე პროცენტები არ მცირდება, ბანკები მდიდრდება”, – წერს რომან გოცირიძე.
თაგები:
რომან გოცირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


