Logo

რომან გოცირიძე - გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ იყო ივანიშვილის ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა

პოლიტიკა
1 დღის წინ / 18:28
230
Frontnews image description

მაგნიტსკის სიაში მყოფი პირი მინისტრად რომ ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიაც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია, ყველასათვის ნათელი იყო, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

მისივე თქმით, დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია.

"მაგნიტსკის სიაში მყოფი პირი მინისტრად რომ ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიაც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია, ყველასათვის ნათელი იყო. 

დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც  ნათელია. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული. 

დამთავრდება ომი და ადრე თუ გვიან რუსეთის ნომრიან აგენტს, ფარცხალაძე-რომანოვსაც კი მოუხსნიან სანქციებს. გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ ივანიშვილის მონა იყო და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა", - წერს რომან გოცირიძე.

ვახტანგ გომელაურმა შს მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

Advertisement