Logo

რომან გოცირიძე - კიდევ ერთი ტელევიზია დაიხურა, მიზეზი "სილქროუდ ჯგუფს" ფული არ აქვს, მათი ეს გადაწყვეტილება ღალატია

პოლიტიკა
221
Frontnews image description

კიდევ ერთი ტელევიზია დაიხურა, "ევრონიუს საქართველო". მიზეზი - "სილქროუდ ჯგუფს" ფული არ აქვს. მათი ეს გადაწყვეტილება ღალატია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "სილქროუდ ჯგუფის" აქტივების საერთო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.  

"კიდევ ერთი ტელევიზია დაიხურა, ევრონიუს საქართველო. მიზეზი - სილქროუდ ჯგუფს ფული არა აქვს. მათი ეს გადაწყვეტილება ღალატია.

ევრონიუსი არ იყო კრიტიკული მედია, არც სამთავრობო მედია იყო. მისი გადაცემები არ უქმნიდა რაიმე საფრთხეს ხელისუფლებას. უკვე იმ დონემდეა “ოცნების” რეჟიმი, რომ ქვეყნის შიდა მოვლენების არაპროპაგანდისტულად გავრცელება მიუღებელია.

სილქროუდის მეპატრონეები მშიშარები აღმოჩნდნენ, ისიც ვერ გაბედეს, რომ ტელევიზიების დახურვისა და ფინანსური კოლაფსის პირობებში ეს პატარა მაუწყებელი მაინც შეენარჩუნებინათ.

რომ იცოდეთ, ვინ თუ რა არის სილქროუდი, რომელსაც თურმე მედიის დაფინანსება აზარალებს:
- სილკ ბანკი,
- სილკნეტი (ჯეოსელი),
- რადისონის სასტუმროები თბილისში და ბათუმში, სხვა ბრენდის სასტუმროები თბილისში, წინანდალში და სხვა ქალაქებში,
- ენერგეტიკის ობიექტები,
- რესტორნების ქსელი,
- სამშენებლო კომპანიები, 
- კაზინოები,
- სხვა უამრავი ბიზნესი.

სილქროუდ ჯგუფის აქტივების საერთო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.

კარგ საქმეს აკეთებს ეს კომპანია - წინანდლის მუსიკალური ფესტივალი მართლაც რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის კულტურული ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, იგი დაფინანსებულია ამ კომპანიის მიერ, ანუ ფინანსურად თუ მივუდგებით, წამგებიანია, სამაგიეროდ საიმიჯოდ მომგებიანი. ასე იყო ევრონიუსიც", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები