Logo

რომან გოცირიძე – მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად

პოლიტიკა
20.07.2021 / 14:01
567
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ რომან გოცირიძესთვის თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მთაწმინდაზე პრეზენტაცია “გამოქანებასთან” ასოცირდება. 

 

“მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად. სტარტის მიცემა იქნება არა საარჩევნო კამპანიის, არამედ სტარტის მიცემა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც კალაძის ზემოდან გამოქანება ქვემოთ.  უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკები, შარვლები, შარფები, ქუდები აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი. სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ეს მოთარეშე ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება, ამიტომ პირად ინტერესებშიც არის რომ კალაძემ გააკეთოს დემოკრატიული, ლიბერალური განცხადებები და გაემიჯნოს იმ ადამაინებს, რომლებმაც აი აქ, ჟურნალისტებს აყარეს საშინელი დღე”, – აცხადებს რომან გოცირიძე. 

 

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახი კალაძე იქნება. მას მმართველი ძალა დღეს, 20:00 საათზე წარადგენს.

Advertisement