რომან გოცირიძე - ყველაზე მძიმე სანქციები ემუქრება ქვეყანას, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს გზა არის სიცოცხლის გზა რუსეთისათვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის გადამრჩენის პროცესში ჩაერთო თურქეთი და თურქეთმა ჩაითრია საქართველო. საქართველოს გზა არის სიცოცხლის გზა რუსეთისათვის. საქართველომ, თურქეთმა, არაბეთის ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა საქართველოს აქტიური მონაწილეობით რუსეთის ეკონომიკას გადამრჩენის როლი მიანიჭეს.
ჩვენმა საბანკო სისტემამ ხელი შეუწყო რუსეთის საბანკო სისტემის ქმედუნარიანობას და აქედან ხდება ტრანზაქციები.
რაც შეეხება საქართველოს სანქციებს, ყველაზე მძიმე სანქციები ემუქრება ქვეყანას, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება, მაგრამ აქ არის საინტერესო ჩანაწერი, რომ დაწესდეს სექტორალური სანქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები კი არ გავთიშოთ "სვიფტიდან", არამედ გავთიშოთ "ლიბერთი ბანკი", "ქართუ ბანკი", ან დასანქცირდეს საქართველოში ცემენტის წარმოება, რომელიც ხელში ჩაიგდო ივანიშვილმა და რუხაძემ.
რაც შეეხება რუსეთს, სანქციები არ მუშაობს - ეს არის სისულელე, რას ჰქვია, სანქციები არ მუშაობს? სანქციები რომ არ ყოფილიყო, დღეს რუსეთის ჯარი იდგებოდა ვარშავაში. იქ კი არა, დონეცკი, რომ ვერ აიღო, რომელზეც 4 წელია, იბრძვის. წარმოვიდგინოთ, რომ არ ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. ეს სანქციები ანგრევს რუსეთის სამხედრო და საფინანსო პოტენციალს. მხოლოდ ერთი მაგალითი ავიღოთ - რუსეთს გაყინული აქვს 300 მილიარდი დოლარი. რას ნიშნავს დღეს, რომ პუტინს ჰქონდეს საშუალება თავისუფლად გამოიყენოს ეს 300 მილიარდი დოლარი? ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია, დამატებითი ჯარისკაცები დაიქირაოს, ისინი სიხარულით მოდიან გაღატაკებული რუსული რეგიონიდან, ადამიანები, იმდენად დიდ თანხებს სთავაზობენ. შეეძლებოდათ რეკრუტირება დამატებით, ტანკებისა და რაკეტების. რუსეთის 300 მილიარდი დოლარი ნიშნავს ათი ათასობით უკრაინელი ქალის, ბავშვის, ჯარისკაცების განადგურებას, მეტ ბომბებს და მეტ მოსპობას. ასე რომ, სანქციები, რა თქმა უნდა, მუშაობს იმ ზომით, რა ზომითაც შეიძლება მსოფლიომ, მათ შორის ევროპამ გადაიტანოს ამ სანქციების უკუეფექტი თავად მათ ქვეყნებზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს