
ავტორი
Front News საქართველო
როგორც გავიგე, წლის პირველ ნახევარში აპირებენ თბილისში მგზავრობის საფასურის მომატებას. დაახლოებით 30 მლნ ლარით იზრდება ხარჯები, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებისათვის (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო), ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 270 მილიონ ლარამდე იხარჯება.
"მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყება მუნიციპალური ბიუჯეტების კორექტირება, რადგან საქალაქო ტრანსპორტზე არსებული ტარიფები ვერ უზრუნველყოფენ მათ გამართულად მუშაობას ელექტროენერგიის, საწვავის და სხვა საქონლის ფასების ზრდის გამო. მისი ალტერნატივა ტრანსპორტზე ფასების მკვეთრი ზრდა. ვნახოთ, რომელ გზას აირჩევს ხელისუფლება.
თბილისში მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებისათვის (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო), ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 270 მილიონ ლარამდე იხარჯება. ეს თანხა ფარავს სხვაობას მგზავრობის რეალურ დანახარჯებს და იმ ფასს შორის, რომელსაც მოსახლეობა იხდის.
თბილისის მეტროპოლიტენი ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსპორტია შესანახად. მისი სუბსიდია წლიურად დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს. ერთი მგზავრობის თვითღირებულება 2 ლარს აჭარბებს, მაშინ როცა სტანდარტული ტარიფი 1 ლარია.
ან ტარიფების ზრდა, ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან სუბსიდირების ზრდა. ორივე ჩვენს რეალურ შემოსავლებს ამცირებს.
როგორც გავიგე, წლის პირველ ნახევარში აპირებენ თბილისში მგზავრობის საფასურის მომატებას. მეტრო დენში 20 მილიონ ლარს იხდის წელიწადში, ავტობუსები საწვავში 90 მლნ ლარს. დაახლოებით 30 მლნ ლარით იზრდება ხარჯები.
გარდა ტრანსპორტისა, სხვა სფეროების სუბსიდირებაც ხდება, მაგ. კომუნალური ხარჯების სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახების, რაზეც 50 მილიონი ლარია გამოყოფილი თბილისის ბიუჯეტიდან 2026 წელს. მის გაზრდა გახდება ასევე საჭირო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს