Logo

რომან გოცირიძე - საუბარია 450 მილიონ დოლარზე, თუ ვერ გადაიხდიან, ბიუჯეტიდან უნდა მისცენ ჩვენი გაღატაკების ხარჯზე

პოლიტიკა
414
Frontnews image description

ამ მასშტაბის სკანდალი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. საუბარია 450 მილიონ დოლარზე. თუ ვერ გადაიხდიან, ბიუჯეტიდან უნდა მისცენ ჩვენი გაღატაკების ხარჯზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება "ენკას" მოთხოვნილ თანხას არ გადაუხდის, შესაძლოა, ვარლამ გოლეთიანი და ის სასულიერო პირები გაწიროს, რომლების მეშვეობითაც ჩაიშალა "ნამახვან ჰესის" მშენებლობა.  

"წარმოუდგენელი რამ ხდება. ამ მასშტაბის სკანდალი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, სამწუხაროდ, ამას არ აქცევს ყურადღებას არც მედია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ის კატასტროფა, რაც მოხდა. მორჩა სასამართლო უკვე. საქართველოს მთავრობას უჩივლა "ენკას" შვილობილმა კომპანიამ, რომელიც დარეგისტრირებულია აშშ-ში, ამიტომ მიდის ვაშინგტონში მეორე სასამართლო და ამერიკული "ენკაა" ის, ვინც "ნამახვანს" აშენდა. "ნამახვანის" პროექტი ჩაშალა საქართველოს მთავრობამ. ეს არის წარმოუდგენელი შეცდომა, ვინაიდან, ენერგეტიკულად დამოუკიდებელი საქართველო მუდამ ვიქნებით მიბმული რუსეთზე და მეორეც - ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ვარლამის აქციებს, კარვის ქალაქები გააშლევინა რესპუბლიკის მოედანზე და ხელისუფლების ხელშეწყობით, იძულებული გახდა ინვესტორი, გაქცეულიყო. გათვალა ყველაფერი იდეალურად, ვინაიდან, მას უნდა ჩაედო 800 მილიონი დოლარი, ინვესტიციის ამოღების ვადა იყო 15 წელიწადი და მომავალ 15 წელიწადში უნდა გასულიყო რამდენიმე ასეულ მილიონ მოგებაზე. ახლა 15 თვეში იშოვა თურქულმა კომპანიამ 400 მილიონი დოლარი. საფრანგეთის პარიზის სასამართლო არბიტრაჟმა საქართველოს დააკისრა 383 მილიონი. სამჯერ მიმართა "ენკამ" საქართველოს მთავრობას - დეკემბერში, იანვარში ორჯერ და ვინაიდან ამერიკის იურისდიქციის წარმომადგენელი კომპანიაა "ენკა", რომელიც საქართველოში შემოვიდა, წავიდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქის სასამართლოში უკვე აღსრულებაზე და პროცესი მიდის. 

წარმოუდგენელია. ამ 383 მილიონს განაცდენები და პროცენტები ემატება. ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს ამ ვარლამს გაწირავს და იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ქუჩაში დადიოდნენ და იტყვიან, რომ ესენი იმართებოდნენ და ისინი, დიდი ალბათობით, მართლაც იმართებოდნენ რუსეთის მიერ. დღეისათვის, საუბარია 450 მილიონ დოლარზე. ამას მოჰყვება ყველა აქტივის დაპატიმრება, რაც კი საქართველოს აქვს, იქნება წარმოუდგენელი საერთაშორისო სკანდალი. თუ ვერ გადაიხდიან, მაშინ უბრალოდ ბიუჯეტიდან უნდა მისცენ ჩვენი გაღატაკების ხარჯზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

თურქული კომპანია "ენკა" "ნამახვან ჰესის" პროექტის ჩაშლისთვის არბიტრაჟში მოგებულ თანხას ითხოვს.

 

Advertisement