რომის პაპი - იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ

ავტორი
Front News საქართველო
იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა.
მისივე თქმით, იესო ქრისტე უარყოფს ომს და ამბობს: „ბევრი ლოცვის შემთხვევაშიც კი მე არ მოგისმენთ თქვენ, თქვენი ხელები სისხლით არის დაფარული“.
რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა: „ძმებო და დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“.
"როიტერის“ წერს, რომ რომის პაპს, ლეო XIV-ს კონკრეტულად მსოფლიოს არცერთი ლიდერი არ დაუსახელებია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მან ირანის ომის მიმართ კრიტიკა გააძლიერა.
თაგები:
რომის პაპი




