Logo

რუბიო - მადურო უკვე აშშ-ში პატიმრობაში იმყოფება, ვენესუელაში სამხედრო მოქმედება დასრულებულია

მსოფლიო
523
Frontnews image description

შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია ვენესუელას წინააღმდეგ დასრულდა. ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ში, პატიმრობაში იმყოფება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამის შესახებ აშშ-ის სენატორ მაიკ ლის აცნობა.

„მე ახლახან ვესაუბრე მარკო რუბიოს. მან მაცნობა, რომ ნიკოლას მადურო აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით“, - დაწერა მაიკ ლიმ სოციალურ ქსელში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ ელის ვენესუელაში შემდგომ სამხედრო ქმედებებს, რადგან მადურო აშშ-ის პატიმრობაშია. ვენესუელის ლიდერის დაკავება ოპერაციის მთავარი მიზანი იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ ასევე განაცხადა, რომ მადურო თავისი დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება.

„ახალი განთიადი ვენესუელისთვის! ტირანი წავიდა. ახლა ის საბოლოოდ წარდგება სასამართლოს წინაშე თავისი დანაშაულებისთვის“, - აღნიშნა მან.

დღეს, 3 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავდასხმების სერია ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე. აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მადურო დააპატიმრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები