Logo

რუბიო - ტრამპი და ზელენსკი შესაძლოა, მომავალ კვირას ნიუ-იორკში შეხვდნენ

უკრაინა
154
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი კვლავ იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს სამშვიდობო შეთანხმების დადებას ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დააკონკრეტა, ლიდერები მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეიკრიბებიან.

"პრეზიდენტ ტრამპს ზელენსკისთან რამდენიმე სატელეფონო ზარი და შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის, სავარაუდოდ, კვლავ შეხვდება მას ნიუ-იორკში მომავალ კვირას“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ისრაელში ვიზიტის დროს.

Advertisement