Logo

რუბიო - ტრამპი პუტინთან დაკავშირებით მოთმინებას კარგავს

უკრაინა
31
Frontnews image description

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, "პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარგავს მოთმინებას და სურვილს, განაგრძოს რუსეთთან მიმართებაში ნაბიჯების გადადგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად". 

"ვფიქრობ პრეზიდენტი სულ უფრო ღიზიანდება იმით, რომ ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი კომუნიკაციისა და სატელეფონო საუბრების მიუხედავად, ამას არანაირი შედეგი არ აქვს. ამიტომ, მოქმედების დრო დადგა და, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ყველას დაანახა: ის მოთმინებას კარგავს. ის კარგავს სურვილს ელოდოს, როდის მოიმოქმედებს რუსეთი რამეს, რათა ეს ომი დაასრულოს“, - განაცხადა რუბიომ. 

რუბიოს თქმით, რუსეთი მხოლოდ დროს აჭიანურებს.

"დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ამ ხაფანგში გაებას. ის არ აპირებს დაუსრულებლად საუბარს“, – განაცხადა რუბიომ.

Advertisement