Logo

რუბიო - ვაშინგტონი მხარეებს შეთანხმებაზე ხელის მოწერას არ აიძულებს

უკრაინა
207
Frontnews image description

აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. ვაშინგტონი მხარეებს შეთანხმებაზე ხელის მოწერას არ აიძულებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვა. მრავალი წლის შემდეგ პირველად, ორი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები დიალოგისთვის შეხვდნენ.

"ჩვენ მხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ შევასრულოთ როლი, თუ ეს შესაძლებელია, შეთანხმების მიღწევაში. ჩვენ არავისთვის არ ვცდილობთ შეთანხმების თავს მოხვევას. ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს ვაიძულოთ, მიიღოს შეთანხმება, რომლის მიღებაც არ სურს. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ორივე ქვეყანას წარმოუდგენელ ზიანს აყენებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, მისი ქვეყანა გააგრძელებს „ყველაფრის გაკეთებას ომის დასასრულებლად“, სანამ ვაშინგტონის როლი დადებითია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთს შორის ომის 2026 წლის ივნისამდე დასრულებას ისახავს მიზნად და მოლაპარაკებების პროცესისთვის მკაფიო გრაფიკის შემუშავებაზე მუშაობს.

მისივე თქმით, ამერიკული მხარე განიხილავს ყველა ძირითადი შეთანხმების, მათ შორის უსაფრთხოების შეთანხმებების ერთდროულად ხელმოწერის შესაძლებლობას და შესაძლოა, დიპლომატიური ზეწოლა განახორციელოს, რათა ზაფხულის ვადა დაცული იყოს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები