Logo

რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

უკრაინა
1181
Frontnews image description

რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უკრაინისთვის ერთი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო.

 

”უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების, რუსეთის მიერ მუდმივი და მასიური თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკა, და ამ სიტუაციის რეგიონალური შედეგები, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოების გათვალისწინებით, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემა“, – აღნიშნულია თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.

 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუმინეთი გააგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, მსგავსი ან ეკვივალენტური საჰაერო თავდაცვის სისტემის მისაღებად.

 

თაგები:

რუმინეთი
Advertisement