Logo

"რუსები მასშტაბური დარტყმისთვის ემზადებიან, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები მზად არიან" - ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა

უკრაინა
50
Frontnews image description

რუსეთის ჯარებმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელონ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან უსაფრთხოების წესები.

"შესაძლებელია მასშტაბური დარტყმა, რუსებმა ის მოამზადეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას და მზად არიან შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები მზად არიან 24/7, მაქსიმალურად არსებული მარაგებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ზელენსკიმ მოუწოდა მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ გამაფრთხილებელ სირენებს და საფრთხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეძებონ თავშესაფარი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები