Logo

კიევში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - სულ მცირე 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება

უკრაინა
209
Frontnews image description

კიევის დარნიცის რაიონში შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება, - ინფორმაციას სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

შენობის ნანგრევებიდან კიდევ ორი ​​ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ცხრასართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის ხუთს შეადგენს.

დაღუპულთა გარდა, სულ მცირე 20 ადამიანის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

კიევში ღამით მომხდარი დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. 28 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები