რუსების მიერ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანის, მათ შორის სამი თვის ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 დაიჭრა. დაღუპულთა შორის სამი თვის ბავშვიც არის.
“ოდესა.
5 დაღუპული და 18 დაჭრილი უკრაინის მოქალაქე. მხოლოდ ესენი იპოვეს.
და დიდი ალბათობით, კიდევ იქნება..
დაღუპულთა შორის არის სამი თვის ბავშვი. პატარა, რომელიც პირველ აღდგომას მშობლებთან ერთად უნდა შეხვედროდა.
არაფერი წმინდა არ გააჩნიათ. ბოროტება უნდა დაისაჯოს“, – წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.
ოკუპანტებმა ოდესის მიმართულებით სულ მცირე ოთხი რაკეტა ისროლეს. ერთი რაკეტა მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D4927387997315043%26id%3D100001316744918&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”213″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


