Logo

რუსებმა ხარკოვზე დრონებით მასიური შეტევა განახორციელეს

უკრაინა
203
Frontnews image description

23 ნოემბერს საღამოს რუსებმა ხარკოვზე დრონებით მასიური შეტევა განახორციელეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში უკვე 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.

ქალაქის მერმა მოსახლეობა შემდგომ დარტყმების საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხარკოვისკენ თავდასხმის დრონების რამდენიმე ჯგუფი მიემართებოდა.

რუსები რეგულარულად ესხმიან თავს ხარკოვს, დრონების, რაკეტების და საჰაერო ბომბების გამოყენებით.

მაგალითად, 19 ნოემბრის ღამეს ქალაქი მასშტაბური დრონებით დაბომბვის ქვეშ მოექცა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 16 საცხოვრებელი შენობა, სუპერმარკეტი, სკოლა, ადმინისტრაციული შენობა და სხვა. დაშავდა 46 ადამიანი.

Advertisement