Logo

რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს

უკრაინა
273
Frontnews image description

რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუსებმა ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი ვიტალი მანსკი წერს.

 

“ჩვენი მეგობარი, არტდოქფესტის მონაწილე, ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩიუსი დღეს კამერით ხელში მარიუპოლში მოკლეს“, – წერს ვიტალი მანსკი.

 

კვედარავიჩიუსმა 2016 წელს დონბასში ომის შესახებ ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „მარიუპოლოსი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის 14 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fvitaliy.manski%2Fposts%2F5229080227150974&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”742″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

თაგები:

უკრაინა
Advertisement