Logo

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება

უკრაინა
331
Frontnews image description

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება. 

 

ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.

 

“დღეს, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დროს, რომელიც ვიდეოფორმატში გაიმართა, გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დელეგაციების მონაწილეობით პირისპირ გაიმართება თურქეთში 28-30 მარტს“, – განაცხადა არახამიამ.

Advertisement