Logo

“რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა”

საზოგადოება
1496
Frontnews image description

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, რუსეთი საქართველოში არსებული ქაოსით გახარებულია. 

ამის შესახებ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა.

,,ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს პასუხისმგებელი ხალხის კეთილდღეობაზე, მაგრამ წარმატებულ დემოკრატიას, ასევე სჭირდება ფუნქციურობა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება.

ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა.

სწორედ ამიტომ მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელდა. დღეს მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და გააძლიერონ, შეინარჩუნონ საქართველოს დემოკრატია", – განაცხადა შაჰინმა.

თაგები:

Advertisement