Logo

რუსეთიდან საქართველოში შემოტანილ კარტოფილში მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა

ბიზნესი-ეკონომიკა
1162
Frontnews image description

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი”, რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

 

“სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

თაგები:

კარტოფილი
Advertisement