Logo

რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 24-დან 28 თებერვლამდე

უკრაინა
28.02.2022 / 12:16
1106
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

 

ანა მალიარის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგებმა 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.

 

მისი თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგები 24 თებერვლიდან 28 თებერვლის 06:00 საათამდე ასეთია: 29 ერთეული თვითმფრინავი, 29 ერთეული ვერტმფრენი, 191 ერთეული ტანკი, 816 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 74 ერთეული საარტილერიო დანადგარი, ერთი ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა BUK -1 და Grad-21, 291 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 60 ერთეული საწვავის ავზი, სამი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ორი ერთეული საზღვაო ხომალდი/კატერი, ხუთი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი კი დაახლოებით 5 300 ჯარისკაცია.

 

“ინფორმაცია საორიენტაციოა და შესაძლოა, დაზუსტდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლების მიმდინარეობისას მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები, პირველ რიგში, ყურადღებას ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ“, – განაცხადა მალიარმა.

თაგები:

Advertisement