რუსეთის ლიპეცკის ოლქში დრონებით თავდასხმის შემდეგ აეროდრომის მიმდებარედ რამდენიმე დასახლებიდან ევაკუაცია განხორციელდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი აცხადებს, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა და ენერგოობიექტი დაზიანდა.
მისივე თქმით, ელექტროენერგიით მომარაგება შეფერხებულია.
თავდასხმის შედეგად დაშავებული პირები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ.
ამასთან, ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამხედრო აეროდრომზე გაჩენილი ხანძარი დაადასტურა.
ინტერნეტში კი დამწვარი აეროპორტის ახალი კადრები გავრცელდა. ცეცხლი დრონების თავდასხმის შემდეგ გაჩნდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს