რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში – დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობამ უნდა უპასუხოს კითხვას: “მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“
ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობამ კი სამ შეკითხვას “გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ “რეფერენდუმების“ ჩატარებას აშშ, ნატო და ეუთო გმობენ.
ე.წ. რეფერენდუმების გამო ევროკავშირმა შესაძლოა, მოსკოვს დაწესებული სანქციები გაუფართოოს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს