რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში – განახლებული მონაცემები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 34 430 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.06-მდე: ტანკები – 1 504 (+8), ჯავშანტექნიკა – 3 632 (+18), საარტილერიო სისტემები – 756 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 240 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 99 (+0), თვითმფრინავი – 216 (+0), ვერტმფრენები – 183 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 548 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 14 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 620 (+6), სპეციალური ტექნიკა – 60 (+0), საკრუიზო რაკეტები – 137 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს