Logo

რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში – გენშტაბის განახლებული მონაცემები

უკრაინა
1276
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                       

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 37 570 (+100) ჯარისკაცი დაკარგა.                                         

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 13.07-მდე:  ტანკები – 1 649 (+0), ჯავშანტექნიკა – 3 832 (+3), საარტილერიო სისტემები – 839 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 247 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 109 (+0), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 188 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 678 (+2), საკრუიზო რაკეტები – 155 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0). 

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 704 (+5), სპეციალური ტექნიკა – 67 (+1). 

 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი მიკოლაივის მიმართულებით განიცადა.

Advertisement