რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებს.
ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა შვიდი თვის წინ ზაზა გახელაძე გაიტაცეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს