Logo

რუსეთის სამხედრო დანაშაულები უკრაინაში – ევროკავშირის ოთხი ქვეყანა გამოძიებას იწყებს

უკრაინა
09.03.2022 / 11:31
1118
Frontnews image description

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში ოთხი ევროპული ქვეყანა ერთვება. 

 

მისივე ინფორმაციით, ეს ქვეყნებია ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და გერმანია.

 

“მსოფლიო კოალიცია სამართლიანობისთვის ყოველდღიურად იზრდება. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ იურიდიულ ფრონტზე“,- წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიება 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

Advertisement