რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
44-დღიანი ომის შემდეგ დროებით განთავსებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სამშვიდობო კონტინგენტის პერსონალმა, შეიარაღებამ და აღჭურვილობამ ყარაბაღის ტერიტორია მთლიანად დატოვა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, რეგიონში 1960 რუსი ჯარისკაცი, ასევე ასობით ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა სამხედრო ტექნიკა იყო განლაგებული. სამშვიდობო მანდატი, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რუსეთმა რეგიონიდან ჯარების ვადაზე ადრე გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/NwU8_zuf7QE?si=b6Aw5mmpxS1XysHC” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” referrerpolicy=”strict-origin-when-cross-origin” allowfullscreen></iframe>
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს