რუსეთის ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა.
“16 თებერვალს, მე-3 გამასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”, – აღნიშნულია რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.
2020 წელს ნავალნი სავარაუდოდ, “ნოვიჩოკით” მოწამლეს. ნავალნი მაშინ სიკვდილს გადაურჩა და გერმანიაში მკურნალობის წყალობით გამოჯანმრთელდა.
2021 წლის ზამთარში კი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა და ფორმალური საბაბით მაშინვე ორი წლით ციხეში ჩასვეს. 2022 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნავალნის მიესაჯა კიდევ თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა, თითქოსდა მასშტაბური თაღლითობისთვის. მას ანტიკორუფციული ფონდიდან თანხის გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. მოგვიანებით, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. 2023 წლის 4 აგვისტოს ნავალნის 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
თაგები:
ალექსეი ნავალნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს