რუსეთმა ერთ დღეში უკრაინაში 140-მდე ჯარისკაცი, 13 ჯავშანმანქანა, 9 საარტილერიო სისტემა და 6 დრონი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა ერთ დღეში უკრაინაში 140-მდე ჯარისკაცი, 13 ჯავშანმანქანა, 9 საარტილერიო სისტემა და 6 დრონი დაკარგა. განახლებულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 31 500 (+140) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 08.06-მდე: ტანკები – 1 393 (+3), ჯავშანტექნიკა – 3 429 (+13), საარტილერიო სისტემები – 703 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 213 (+6), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 96 (+0), თვითმფრინავი – 212 (+0), ვერტმფრენები – 178 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 406 (+1), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 559 (+6), სპეციალური ტექნიკა – 53 (+0), საკრუიზო რაკეტები – 125 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


