Logo

რუსეთმა უკრაინაში დღემდე 50 150 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

უკრაინა
845
Frontnews image description

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 350 დამპყრობელი და ვერტმფრენი გაანადგურეს.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 50 150 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.       

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 06.09-მდე:  ტანკები – 2077 (+9), ჯავშანტექნიკა – 4 484 (+25), საარტილერიო სისტემები – 1179 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 296 (+2).         

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 156 (+0), თვითმფრინავი – 236 (+0), ვერტმფრენები – 207 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 876 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 209 (+4).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                  

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 305 (+19), სპეციალური ტექნიკა – 109 (+2).       

 

გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის მიმართულებით განიცადა.

Advertisement