რუსეთმა უკრაინაში მარცვლეულის ექვსი საცავი გაანადგურა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მარცვლეულის საცავებზე მიტანილი იერიშების შესახებ მეტყველებს აშშ-ის ხელისუფლების ხელთ არსებული ფოტოსურათები.
“როიტერთან“ საუბრისას ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საცავებზე. მისი მონაცემებით, ასეთი დარტყმების შედეგად დაზიანებულია მარცვლეულის სულ მცირე ექვსი საცავი.
2020-2021 წლებში უკრაინა მსოფლიოში ხორბლის სიდიდით მეოთხე ექსპორტიორი იყო.
“მარცვლეულის ამ საცავებზე რუსეთის უგუნური თავდასხმა იმის ნათელი მაგალითია, რომ პუტინის ომი პირდაპირ აზარალებს უკრაინაში მოქალაქეებს და საფრთხეს უქმნის მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას. ვინაიდან აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებული არიან უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე, სურსათის ამ მარაგებისა და საწყობების განადგურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დეფიციტი და ფასების ზრდა ისედაც მოწყვლადი ეკონომიკის ქვეყნებში“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „როიტერთან“.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს