რუსეთმა უკრაინის მოქალაქეებს და უკრაინულ კომპანიებს სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ეკონომიკური შეზღუდვები შეეხება უკრაინის 68 კომპანიას და 322 ფიზიკურ პირს. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქციები რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ უკრაინის არამეგობრული ქმედებების გამო დაწესდა.
უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს გამოსცა. სასანქციო სიაში მოხვდნენ: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი, უკრაინის პარლამენტის ხელმძღვანელი ანდრეი პარუბი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო, უკრაინის მთავარი პროკურორი იური ლუცენკო, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრების ნაწილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს