Logo

რუსეთში “ეხო მოსკვის” და “დოჟდის” ვებგვერდები დაბლოკეს და რადიოსადგური “ეხო მოსკვი” ეთერიდან გათიშეს

მსოფლიო
856
Frontnews image description

GlobalCheck-ის ინფორმაციით, რუსეთში ოპოზიციური “ეხო მოსკვის“ და „დოჟდის“ ვებგვერდები დაბლოკეს, ასევე გათიშულია რადიოსადგური „ეხო მოსკვი“. ამის შესახებ რადიოსადგურის მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიკტოვმა განაცხადა.

 

როგორც გამოცემა წერს, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ და ტელეარხ „დოჟდის“ მასალებზე წვდომის შეზღუდვა რუსეთის პროკურატურამ მოითხოვა.

 

უწყება ამტკიცებს, რომ ეს მედიასაშუალებები „მიზანმიმართულად და სისტემატიურად“ აქვეყნებენ ცრუ ინფორმაციებს რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ. 

 

“მივიჩნევთ, რომ ჩვენ არაფერი დაგვირღვევია, ვერ ვხედავ ვერანაირ დარღვევას“, – განაცხადა ვენედიქტოვმა.

თაგები:

რუსეთი
Advertisement